ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერის და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა


ლავროვმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ამერიკის განცხადებებზე და პენტაგონის მზაობაზე ინტერვენცია მოახდინოს სირიაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ამერიკის განცხადებებზე და პენტაგონის მზაობაზე ინტერვენცია მოახდინოს ამ კონფლიქტში. ლავროვმა ეს შეშფოთება კვირას სატელეფონო საუბარში ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის გაუზიარა.
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა კი დღეს რუსულ გაზეთთან ჩაწერილ ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკის ნებისმიერი სამხედრო ინტერვენცია წარუმატებელი იქნება. მან კიდევ ერთხელ უარყო სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება და თქვა, რომ გუთაში ქიმიური იარაღის დისლოცირება არალოგიკური იქნებოდა რადგან ამ რაიონში სირიის სამთავრობო ძალები იყვნენ განლაგებული.
დღეს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა თქვა, რომ შესაძლებელია სირიაში მოქმედება გაეროს უშიშროების საბჭოს სრული მხარდაჭერის გარეშეც განხორციელდეს. როგორც ცნობილია, რუსეთმა და ჩინეთმა სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ვეტო დაადეს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმად დავუთოღლუ კი ამბობს, რომ მისი მთავრობა მზად არის საერთაშორისო კოალიციას შეუერთდეს სირიის მთავრობის წინააღმდეგ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ამ საკითხში ერთსულოვანი არ იქნება.
XS
SM
MD
LG