ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება შეშფოთებას იწვევს


პრეზიდენტ ბაშალ ალ ასადის მთავრობა უარყოფს ბრალდებებს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით

საერთაშორისო თანამეგრობის სიბრაზე და იმედგაცრუება სულ უფრო იზრდება სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერთა მიერ დამასკოსში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.
ოპოზიციის განცხადებით, დაღუპულია ასობით ადამიანი. ამ ფონზე ზოგიერთი სახელმწიფო სირიის მიმართ მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვს.
დამასკოს შემოგარენში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. მსგავსი შეტევის დროს ერთ დღესაც დამასკოს ერთ-ერთ უბანში-გუტაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რამაც ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
მიწაზე მწოლიარე ქიმიური იარაღით დაშავებული ბავშვების შემზარავი სურათი, გახდა ბოლო წვეთი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. საფრანგეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის ლორენ ფაბიუსის განცხადებით:
„რეაქცია უნდა იყოს არა მარტო ამ ქმედების დამგმობი, არამედ ბოლოს და ბოლოს ამის წინააღმდეგ ძალა უნდა იყოს გამოყენებული.“
გერმანიაში ვიზიტით მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმად დავუთოღლუმ საერთაშორისო თანამეგობრობას უმოქმედობაში დასდო ბრალი:
„ სირიამ ყველა ზითელი ხაზი გადაკვეთა. თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოს კვლავაც არ ძალუძს რაიმე გადაწყვეტილების მიღება. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მათ, ვინც ამ წითელი ხაზების ზღვარს აწესებს.“
პრეზიდენტ ბაშალ ალ ასადის მთავრობა უარყოფს ბრალდებებს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და ირწმუნება, რომ ეს მეამბოხეთა მიერ გათამაშებული ოინებია.
გასულ ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა გადაიდო, ერთი დღის შემდეგ კი გაეროს ინსპექტორთა ჯგუფი დამსაკოსში ჩავიდა, რომელმაც ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევა უნდა დაადგინოს.
ამ ფონზე, იორდანიაში ლტოლვილთა ბანაკებში მყოფი სირიელები ვერ მალავენ სიბრაზეს იმათ მიმართ, ვინც განზე დგას და გულგრილად უყურებს მათი ოჯახების ამოხოცვას:
„ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვადანაშაულებთ ბაშარ ალ ასადს, ჩვენ ვადანაშაულებთ არაბულ ქვეყნებს, რომლებიც არაფერს აკეთებენ ამ სისხლისღვრის შესაჩერებლად.“
თავის მხრივ თურქეთში მყოფი სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ ქიმიური იარაღისგან გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. მათივე მონაცემებით, აღმოჩენილია უბნები სადაც ასევე დიდი მსხვერპლია.
XS
SM
MD
LG