ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია და რუსეთი შეერთებულ შტატებს ტყუილში ადანაშაულებენ. მათი თქმით, შეერთებული შტატები ცრუობს, როცა აცხადებს, რომ სირიის კონფლიქტში ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.

სირიის სამთავრობო სააგენტო „სანა“ აქვეყნებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტ ჟან-ივს ლო დრიანის განცხადებებს ტყუილს უწოდებს. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის კომენტარს აქვეყნებს, რომლის თქმითაც, შეერთებული შტატები ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ „გაყალბებულ და გადაუმოწმებელ“ ინფორმაციას ავრცელებს.

რუსეთის და სირიის ამ განცხადებებს წინ უძღოდა შეერთებული შტატების და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე გამოთქმული კრიტიკა.

ტილერსონმა განაცხადა, რომ ორშაბათს დამასკოს მახლობლად 20 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, ქიმიური გაზის გამოყენების შედეგად. ტილერსონმა მომხდარისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG