ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სირიის დედაქალაქის მახლობლად საცხოვრებელ კორპუსზე ჩამოგდებული ბომბის გამო, 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. სავარაუდოდ, საჰაერო დაბომბვა რუსულმა თვითმფრინავმა განახორციელა.

10 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა ქალაქ მისრაბაშიც. ადამიანის უფლებების დამცველი სირიული ობსერვატორია აცხადებს, რომ მისრაბაში დაღუპულებს შორის, 11 ქალი და ბავშვია.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამთავრობო ძალებმა გუტას მხარეში ოპერაციები ბოლო თვეებში გააძლიერეს, მოსახლეობა ალყაში რჩება. უფლებადამცველები ამბობენ, რომ სირიის მთავრობა შიმშილს ომის იარაღად იყენებს. სირიის მთავრობა ამ ბრალდებას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG