ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის სახმელეთო ძალები სირიაში შევიდნენ


სირიის ტერიტორიაზე თურქეთი სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. საჰაერო და საარტილერიო იერიშების შემდეგ, სირიაში თურქეთის სახმელეთო ძალები შევიდნენ. ანკარა ქალაქ აფრინის რეგიონიდან ქურთი სამხედრო დაჯგუფებების განდევნას ცდილობს. დღეს, ქალაქ აფრინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომხდარ შეტაკებებს ქურთთა შენაერთებიც ადასტურებენ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა გუშინ განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციაში ავიაცია და ჯავშანტექნიკა მონაწილეობს. ოპერაცია “ზეთისხილის შტოს“ ერთ-ერთი მიზანია თურქეთისა და სირიის საზღვრის გასწვრივ შეიქმნას უსაფრთხოების 30 კილომეტრიანი ზონა. პრემიერის მოადგილე მეჰმეტ შიმშეკი ამბობს, რომ ოპერაცია თურქეთში ტერორიზმის რისკის შემცირების მიზანს ემსახურება.

ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და საფრანგეთი ანკარას მოუწოდებს, შეწყვიტოს სირიის ტერიტორიაზე ქურთების შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ ოპერაცია და ყურადღება დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაზე გაამახვილოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG