ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალი აშშ-ს საიდუმლო თვალთვალის პროგრამის ირგვლივ


Thursday that the U.S. government is doing everything it can to ho

ამ სკანდალის ავტორი ედვარდ სნოუდენი ამჟამად ჰონ კონგში იმყოფება

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელმაც საიდუმლო გაამჟღავნა, გადამჭრელი ზომების მიღებას მოითხოვს.
ამერიკელი კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას ბატონმა მიულერმა დაადასტურა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. მისი თქმით, მთავრობის საიდუმლო თვალთვალის პროგრამის გამოაშკარავებამ დიდი დარტყმა მიაყენა ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროებას და სახელმწიფო ინტერესებს.
რობერტ მიულერის განცხადებით:“ ქვეყნის უასფრთხოებას სერიოზული ზარალი მიაყენეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ამ საქმეზე პასუხისმგებელი პირის დასაკავებლად.“
ამ სკანდალის ავტორი ედვარდ სნოუდენი ამჟამად ჰონ კონგში იმყოფება და ყველა საშუალების გამოყენებას აპირებს, რათა თავი დააღწიოს ამერიკაში აქსტრადიციას.
XS
SM
MD
LG