ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსმენების სკანდალზე კონგრესში განხილვა გრძელდება


გენერალმა ალექსანდერმა უწყების მიერ წარმოებული თვალთვალის პროგრამა დაიცვა

უკვე მეორე დღეა, რაც კონგრესში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოსმენა გრძელდება, რაც მთავრობის მიერ მოქალაქეთა სკანდალურ პროგრამას შეეხება. გენერალ კეიტ ალექსანდერს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრთა კითხვებზე უხდება პასუხების გაცემა. სკანდალი ბოლო დროს გაჟონილ ინფორმაციას შეეხება. რომლის მიხედვითაც, სააგენტო ამერიკის მოქალაქეების სატელეფონო მოსმენებს და ინტერნეტის მონიტორინგს აწარმოებდა. ინფორმაცია სააგენტოს თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა გაამჟღავნა.

გუშინ კომიტეტის წინაშე გამოსვლისას ალექსანდერმა განაცხადა, რომ მისი უწყება იძიებს თუ როგორ მოახერხა კონტრაქტორმა თანამშრომელმა, შეზღუდული განათლების და სამუშო სტაჟის მქონე ედვარდ სნოუდენმა ამ პროგრამის შესახებ დეტალების გაგება და გაზეთებისთვის მიწოდება. ამასთანვე, ალექსანდერმა დაიცვა უწყების მიერ წარმოებული თვალთვალის პროგრამა და განაცხადა, რომ ამის წყალობით ათობით ტერაქტის აღკვეთა მოხერდა, როგოც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.
XS
SM
MD
LG