ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიამ ინფორმატორის ვინაობა გაამხილა


ედუარდ სნოუდენი ინტერვიუს იძლევა

დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების მედია იმ ადამიანს ასახელებს, ვინც დაზვერვის ინფორმაცია გასცა

ბრიტანული და ამერიკული პოპულარული გამომცემლები ეროვნული უშიშროების სააგენტოს იმ თანამშრომელს ასახელებენ, რომელმაც გასცა ინფორმაცია სადაზვერვო სამსახურის მიერ ამერიკელთა სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ. 29 წლის ედუარდ სნოუდენი აცხადებს, რომ მან "გარდიანს" და "ვაშინგტონ პოსტს" მოუწოდა გაემხილათ მისი, როგორც ინფორმაციის მთავარი წყაროს ვინაობა.

ინტერვიუში დაზვერვის ინფორმატორი აღნიშნავს, რომ დამალვას აღარ აპირებს, ვინაიდან არ მიაჩნია, რომ რაიმე ცუდი ჩაიდინა. სნოუდენმა შეერთებული შტატები გასულ თვეში დატოვა და ჰონგ კონგში გაემგზავრა. ის ამბობს, რომ საკუთარი საქციელისთვის დაისჯება, მაგრამ ამ მსხვერპლისთვის მზად არის და "კომფორტულად ცხოვრება" შეგნებულად შეწირა მასობრივი თვალთვალის ფაქტის გამომჟღავნების საქმეს. სნოუდენი ასევე აცხადებს, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს ნებისმიერი ქვეყნისგან, რომელშიც სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემენ.
XS
SM
MD
LG