ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიდუმლო სატელეფონო მოსმენები


დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი საიდუმლო პროგრამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს, უზუსტოს და სახიფათოს უწოდებს

ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა გააკრიტიკა საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნების ფაქტი. ამ პროგრამის არსებობის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა გარდიანმა“ ხუთშაბათს გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ ხდებოდა მოქალაქეების სატელეფონო ზარების მოსმენა და მათი აქტივობის შემოწმება ინტერნეტში.
კლაპერმა აღიარა, რომ ამ პროგრამის არასანქცირებული გამჟღავნება მიუღებელია და ეს ფაქტი ამერიკის მთავრობის მისიას გაართულებს -დაიცვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება.
"გარდიანის" და "ვაშინგტონ პოსტის" განცხადებით, დაზვერვის ეროვნულ სააგენტოს და გამოძიების ფედერალურ ბიუროს კიდევ ერთი, დამოუკიდებელი გასაიდუმლოებული პროგრამა აქვთ, რომლის საშუალებით ამ ორ უწყებას პირდაპირ მიუწვდება ხელი ცხრა ამერიკული უმსხვილესი ინტერნეტ კომპანიის სერვერებზე.
კლაპერმა დასძინა, რომ აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მცდარი, უზუსტო და სახიფათოა.
XS
SM
MD
LG