ამერიკის სამხრეთის შტატებში მძვინვარე ხანძრების გამო, მოსახლეობის დასახმარებლად იქ შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები ჩადიან. ტენესის შტატში ქალაქ გატლინბურგის ახლომდებარე დასახლებებში საგანგებო ვითარება შეიქმნა.
გატლინსბურგის, პიჯეონ-ფორჯის და სევიერის ოლქის დასახლებებში ევაკუაცია გამოცხადდა. გატლინბურგში 30-მდე შენობა დაიწვა, მათ შორის 16-სართულიანი სასტუმროცაა. თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.