ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორები რუსეთზე სანქციების გამკაცრებას უჭერენ მხარს


ორშაბათს, ამერიკელ სენატორთა ჯგუფი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდა. ორპარტიულ შეთანხმებას კანონში შესწორების სახე აქვს. ის “აფართოებს რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომელიც უკრაინის და ყირიმის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის პასუხად გაიცა”.

სანქციების გამკაცრება ასევე პასუხია რუსეთის მიერ შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ კიბერ-შეტევებზე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე და სირიაში აგრესიის გაგრძელებაზე. მოელიან, რომ სენატში დამატებით სანქციებს ფართო მხარდაჭერა ექნება.

შესწორება კანონის ფორმას მას შემდეგ მიიღბს, რაც დამატებით სანქციებს თეთრი სახლი გადახედავს და პრეზიდენტი ხელს მოაწერს. იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლი მასში ცვლილებებს შეიტანს, ან სანქციებს საერთოდ გააუქმებს, შესწორება ასევე ითვალისწინებს წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი საბოლოო სახის გადახედვას და დამტკიცებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG