ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელემა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოპოვეს


რესპუბლიკელემა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოპოვეს
რესპუბლიკელემა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოპოვეს

ამერიკაში შუალედური არჩევნები რესპუბლიკელების მიერ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებით დასრულდა. ამ გამარჯვებით კონგრესში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად რესპუბლიკელებს 10 ხმა აკლდებათ. ამ დრომდე მათ 6 ადგილი უკვე მოიპოვეს, და 3 კანდიდატის ხმები ჯერ კიდევ ითვლება. მიუხედავად ამისა, დემოკრატებმა აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელებს ნებისმიერი კანონპროექტის გაყინვა შეეძლებათ.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ ბეინერი ახალი სპიკერი გახდება. მისი თქმით, ამ არჩევნებით ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტს ის გააგებინა, რომ ქვეყანა ცვლილებებს მოითხოვს. ბეინერი დემოკრატ სპიკერს, ნენსი პელოსის შეცვლის.

დიდი წარმატებით დაასრულა არჩევნები, ეგრეთ წოდებული, ჩაის სმის მოძრაობამაც. მოძრაობის მიერ წამოყენებულმა კანდიდატებმა რამდენიმე დემოკრატ და რესპუბლიკელ კანდიდატთან პაექრობა გამარჯვებით დაასრულეს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ცხადყო, რომ ყოველი 10-დან 4 ამომრჩეველი ჩაის სმის მოძრაობის მხარდამჭერია.

რესპუბლიკელებთან ერთად გამარჯვებას დემოკრატი სენატორებიც აღნიშნავენ. მაგალითად დასავლეთ ვირჯინიის დემოკრატი სენატორი ჯო მანჩინი აცხადებს, რომ:

- მინდა იცოდეთ, რომ მე თითოეულ იმ ადამიანთან ვითანამშრომლებ, რომელიც ამერიკის ინტერესებს ყველაზე წინ აყენებს..

რესპუბლიკელების გამარჯვებას დიდი გავლენა ექნება ამერიკის როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკაზეც.

ბარაკ ობამა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის დაწყებას 2011 წლის ზაფხულში აპირებდა. პოლიტიკური მომომხილველები ახცხადებენ, რომ რესპუბლიკურმა კონგრესმა შეიძლაბა მხარი არ დაუჭიროს პრეზიდენტს და ჯარების გამოყვანაში ხელი შეუშალოს.

ასევე, მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელებმა ობამას ტერორიზმის წანააღმდეგ ბრძოლისა და საჰაერო თავდაცვის სისტემის გამკაცრება მოითხოვონ. რესპუბლიკელები ასევე აცხადებენ, რომ თეთრი სახლი სათანადო მოთხოვნებს არ უყენებს ირანს და მას ბირთვული პროგრამის შემუშავებაში ხელს აქტიურად არ უშლის.

სავარაუდოდ, რესპუბლიკელები ობამას ჩინეთისა და რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებასაც მოსთხოვენ. მაგალითად, წამყვან რესპუბლიკელებს არაერთხელ უთქვამთ, რომ სტარტის ხელშეკრულების რატიფიცირება შეერთებული შტატების თავდაცვის შესაძლებლობებს საგრძნობლად შეასუსტებს. დემოკრატები ამ მოსაზრებას უარყოფენ.

XS
SM
MD
LG