კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამაჯერებელი გამარჯვების წყალობით წარმომადგენელთა პალატაში ისინი უმრავლესობით შევლენ. კონგრესის პირველი შეკრება იანვარში შედგება. სადაც შეიცვლება სპიკერი და ნენსი პელოსის სავარაუდოდ რესპუბლიკელთა ლიდერი ჯონ ბეინერი შეცლის.
ანალიტიკოსები მიიჩვენენ რომ ბეინერი ვაშინგტონში საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი გახდება . ბიოგრაფიაში ბეინერი საკუთარ თავს, პირში მთქმელ და თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაუღალავ დამცველად აღწერს. 60 წლის ყოფილი ბიზნესმენი ამომრჩევლს ხშირად ახსენებდა თავის უბრალო წარმოშობას. ის ოჰაიოს შტატში დაიბადა ქალაქ ცინცინატიში, სადაც 12 და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. პატარაობიდანვე კი თავის მამას მეზობელ ბარში ეხმარებოდა. ეს ისტორია მან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში კიდევ ერთხელ გაიხსენა
- მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი, რომ ამერიკული ოცნება ამესრულებინა. ბევრმა იცის, რომ მუშაობა იატაკის მორეცხვით, მაგიდების მომსახურებითა და მამის ტავერნაში დახმარებით დავიწყე.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბეინერმა მუშაობა პლასტიკური ნაწარმის ინდუსტრიაში დაიწყო. 1990 წელს წარმომადგენელთა პალატაში არჩევამდე კი ოჰაიოს შტატის საკანონმდებლო სისტემაში მუშაობდა. 1994 წელს ის მხარში ედგა იმ დროინდელ სპიკერს ნიუტ გინგრიჩს, რომელსაც ბილ კლინტონთან სამთავრობო დანახარჯების შეკვეცვისთვის დიდი ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული. ამ დაპირისპირების შედეგად ფედერალურმა სამსახურებმა დროებით შეაჩერეს მუშაობა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ ეპიზოდმა დიდად აზარალა როგორც თავად გინგრიჩი, ისე მთლიანად რესპუბლიკური პარტია, ხოლო 2 წლის შემდეგ კლინტონი ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტად.
პოლიტიკური ექსპერტის ლარი საბატოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბეინერმა გაითვალისწინოს წარსულის შეცდომები
- ვფიქრობ ბეინერი ჭკვიანია და ის გინგრიჩისა და პელოსის არაეფექტურობას არ გაიმეორებს. მან რაც შეიძლება მოკრაძლებით უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები. ამით გამოჩნდება მისი გონიერება. მან უნდა გაუძლოს იმ ცდუნებებს , რომელიც ამ თანამდებობასთან დაკავშირებულ პოპულარობას ახლავს თან.
რესპუბლიკელები, რომლებიც კარგად იცნობენ ჯონ ბეინერს ამბობენ, რომ მომავალი სპიკერი უფრო ჩრდილში მოთამაშე ტაქტიკოსია, ვიდრე ყურადღების მიმპყრობი ლიდერი. როგორც კონგრესის ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი დევიდ ჰოუკინგსი აცხადებს, ბეინერი კომპრომისებზე წამსვლელი პოლიტიკოსია
- მაგალითად ჯონ ბეინერი 10 წლის წინ თანამშრომლობდა პროექტზე „ არცერთი ბავშვი განათლების გარეშე“ დემოკრატ სენატორთან ტედ კენედისთან და დემოკრატ კონგრესმენთან ჯორჯ მილერთან. მიღწეული შედეგი კი სხვადასხვა პარტიების ერთობლივი მუშაობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. ბეინერმა იცის როგორ მიაღწიოს შეთანხმებას. მაგრამ ამის გაკეთება მას ორმაგად გაუჭირდება , უფრო აგრესიული, ახალბედა რესპუბლიკელი კანანმდბელების მოსვლასთან დაკავშირებით.
ანალიტიკოსი ლარი საბატო ეთანხმება ამ მოსაზრებას, და თვლის რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერობა უფრო რთული იქნება ბეინერისთვის ე.წ. ჩაის სმის მოძრაობის რესპუბლეკელთა გამო, რომლებიც უფრო მკაცრად ითხოვენ მთავრობის როლის შეზღუდვას, დაბალ გადასახადებსა, და ძლიერ არმიას.
- ბეინერი შიდა პარტიული თანხმობის შესანარჩუნებლად საკმაოდ დაკავებული იქნება. უკვე არსებობს განსხვავებები ძირითად რესპუბლიკელებსა და ჩაის სმის მოძრაობის წევრებს შორის. სირთულე იქნება სენატსა და თეთრ სახლში დემოკრატთა ლიდერობის ფონზეც. ძნელი წარმოსადგენია როგორ მოხდება კანონმდებლობის გატანა ჯერ წარმომადგენელთა პალატაში , შემდეგ სენატში , რომელსაც ბოლოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.
სამშაბათს გამარჯვების შემდეგ საზეიმო სიტყვაში ბეინერმა პრეზიდენტსაც მიმართა
- მაშინ როდესაც ახალი უმრავლესობა წარმოადგენს თქვენს ხმას წარმომადგენელთა პალატაში, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მთვრობის ამოცანის დასახვა, პრეზიდენტის ძალაუფლებაშია. დღეს ამერიკის მოქალაქეებმა ნათელი მოთხოვნა გაუგზავნეს პრეზიდენტს. გზავნილი კი კურსის შეცვლაში მდგომარეობს .
პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა რესპუბლიკელბთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ხაზი გაესვა ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებას, რემელმაც მრავალი ამერიკელის ცხოვრებას დაღი დაასვა.
ანალიტიკოსი ლარი საბატო სკეპტიკურად უყურებს პრეზიდენტ ობამას და ჯონ ბეინერის თანამშრომლობის პერსპექტივას. მისი თქმით:
- მომავალი რამდენიმე კვირა ძალიან თბილი საუბრები იქნება. გონიერ ხალხს ნაკლებად სჯერა ამ საუბრების. ამ ეტაპზე ჩვენ ყველაზე პოლარიზებული პოლიტიკური პარტიები გვყავს , მათ თითქმის არაფერი აქვთ საერთო. იმდენად რომ კომპრომისზე ლაპარაკი ზედმეტიცაა.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ მომავალ შესაძლო სპიკერს, ჯონ ბეინერს უკვე დაპირისპირება აქვს პრეზიდენტთან და დემოკრატებთან ბუშის დროს დაწესებული საგადასახადო შეღავათების, გაბერილი სამთავრობო დანახარჯებისა და ობამას ჯანდაცვის წინააღმდეგობრივი რეფორმის გამო.