ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონს ახალი უფროსი ჰყავს


ჩაკ ჰეგელი
შეერთებული შტატების სენატრმა ჩაკ ჰეგელი ამერიკის თავდაცვის დეპარტამენიტის მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა.

მის კანდიდატურას 58 სენატორმა მისცა ხმა, ხოლო 41 კი მისი დამტკიცების წინააღმდეგი იყო.

ჰეგელი 1997-2009 წლებში ამერიკის რესპუბლიკელი სენატორი იყო. თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე მის დამტკიცებას სწორედ ყოფილი რესპუბლიკელი კოლეგები ეწინააღმდეგებოდნენ.

ჰეგელმა რესპუბლიკელების კრიტიკა წარსულში ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელზე გაკეთებული კომენტარებით გამოიწვია. გარდა ამისა, ყოფილი კოლეგები მას ამერიკის ბირთვული არსენალის ზომასთან დაკავშირებულ შეხედულებებზე არ ეთანხმებიან.
XS
SM
MD
LG