ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ყველაზე უსაფრთხო სკოლა მთელს ამერიკაში“


ნიუთაუნის დაწყებითი სკოლის ადმინისტრაციამ სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების კამერები დაამონტაჟა

ნიუთაუნის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები, გასულ თვეს მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ, ჩვეულ სასწავლო რეჟიმს უბრუნდებიან.
14 დეკემბერს კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც 26 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. დაღუპულებს შორის 20 მოსწავლე 6-7- წლის ასაკის იყო.
ქალაქის პოლიცის დეპარტამენტის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ სკოლა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. ადმინისტრაციამ სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების კამერები დაამონტაჟა.
„ამიერიდან ჩვენს ქალაქს ყველაზე უსაფრთხო სკოლა ექნება მთელს ამერიკაში“-განაცხადა ნიუთაუნის პოლიციის შეფმა.
XS
SM
MD
LG