ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუთაუნის სკოლის ტრაგედია


სკოლაზე თავდასხმის დროს 12 გოგონა და რვა ბიჭი დაიღუპა

კონექტიქტიკუტის შტატის პოლიციამ იმ დაღუპული ბავშვების და პედაგოგების გვარები დაასახელა, რომლებიც სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიღუპნენ.

პოლიციის პრესცენტრმა ასევე თხოვა ჟურნალისტებს, პატივისცემით მოეკიდონ ნიუთაუნის მგლოვიარე ოჯახთა ტრაგედიას და მათი მდგომარეობა გაითვალისწინონ. სკოლაზე თავდასხმის დროს 12 გოგონა და რვა ბიჭი დაიღუპა. დაღუპულ 6 პედაგოგს შორის ყველა ქალია.

კონექტიკუტის საავადმყოფოს მთავარი ექიმის განხადებით, ექიმებმა მთელი ღამის განმავლობაში ჩაატარეს დაღუპულებზე სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვლილთა უმეტესობას სხეულში რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თავდამსხმელი ავტომატური იარაღიდან ისროდა.

XS
SM
MD
LG