ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპაციის მხარდაჭერისთვის აშშ-მ უკრაინულ კომპანიებს სანქციები დაუწესა


კერძო ინვესტიციებით და საპრივატიზაციო პროექტებით ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის, ან ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის მიმდინარეობისას, აშშ-მ ფინანსური სანქციები დაუწესა სამ ადამიანს და 90 უწყებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ უწყებების სიაში შედის ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო და აღმოსავლეთ უკრაინაში ბაზირებული სხვადასხვა კერძო კომპანიები.

სანქციების შედეგად, ამ კომპანიებთან ამერიკელ კერძო პირებს ან კომპანიებს ურთიერთობა და აშშ-ის იურისდიქციებში ქონება, თუ ქონებრივი ინტერესები, დაებლოკებათ და აეკრძალებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG