ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის სანქციებს უმნიშვნელოდ აფასებს


ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერი აიატოლა ალი ხამნეი

ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანს ეკონომიკის არასწორმა მართვამ უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე შეერთებული შტატების მიერ დაწესებულმა სანქციებმა. ხამენეიმ მთავრობას მოუწოდა ეკონომიკის მართვას უფრო ორგანიზებულად მიუდგეს.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ირანის წინააღმდეგ ის სანქციები განაახლა, რომლებიც პრეზიდენტმა ბრაკ ობამამ 2015 წელს ირანთან ბირთვული ხელშეკრულების დადების შემდეგ გააუქმა.

განახლებული სანქციები ირანის საავტომობილო და ძვირფასი ლითონების სექტორს ეხება. ამასთან, განახლდა სავალუტო და ფინანსური სანქციებიც.

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 5 ნოემბერს ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდს გამოაცხადებს, რომელიც ძირითადად ქვეყნის ენერგო რესურსებზე იქნება ორიენტირებული. ასევე მოსალოდნელია, რომ ამერიკა თეირანის წინააღმდეგ მიღებული ზომებით უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებსაც შეუზღუდავს ირანის ცენტრალურ ბანკთან ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG