ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი როჰანის აფრთხილებს, აღარასდროს დაემუქროს ამერიკას


ამერიკის პრეზიდენტმადონალდ ტრამპმა, გუშინ გვიან ღამით გამოქვეყნებული პოსტით მკაცრად გააფრთხილა ირანის პრეზიდენტი, არ გაბედოს ამერიკისთვის მუქარის გაგზავნა. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირანის ლიდერების მიმართ ძლიერ კრიტიკული სიტყვით გამოვიდა.

„ირანის პრეზიდენტ როჰანის: აღარასდროს დაემუქროთ შეერთებულ შტატებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიტანჯებით ისეთი შედეგებით, რომლის მსგავსიც ისტორიაში არავის მიუღია. ჩვენ აღარ ვართ ქვეყანა, რომელიც დაიცავს ძალადობისა და სიკვდილის შესახებ თქვენს შეშლილ სიტყვებს. ფრთხილად იყავით“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“ გუშინ, გვიან ღამით.

როგორც ჩანს ეს იყო პასუხი პრეზიდენტ როჰანის გუშინდელ გამოსვლაზე. რუჰანიმ ტრამპს „გაფრთხილება“ გაუგზავნა და თქვა: „ნუ ეთამაშებით ლომის კუდს. ამას ინანებთ“

„ამერიკამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ირანთან მშვიდობა, არის ყველა მშვიდობის დედა, ირანთან ომი კი ყველა ომის დედაა“, - თქვა როჰანიმ.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი კალიფორნიაში რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ირანის მთავრობას "კოშმარი" უწოდა ირანელი ხალხისთვის. მისი თქმით, ამერიკა არ გაჩუმდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც მისი თქმით, მოიცავს არაერთ დანაშაულს, კლეპტოკრატიასა და კორუფციას.

დონალდ ტრამპმა 2015 წლის ე.წ. ირანის ბირტვული შეთანხმება მაისში დატოვა და ირანის წინააღმდეგ ამერიკის ეკონომიკური სანქციები ამოქმედდება. ამერიკა აცხადებს, რომ სანქციებს დაუწესებს იმ ევროპულ კომპანიებსაც, რომლებიც ირანში საქმიანობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG