ყოფილმა ამერიკელმა კონგრესმენმა, ქალბატონმა გებრიელ გიფორდსმა, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ამერიკის ერთგულების ფიცი დადო. წელიწად ნახევარი გავიდა მას შემდეგ რაც გიფორდს თავში ესროლეს მშობლიურ არიზონაში ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს.
დამსწრეები კონგრესმენს ოვაციებით და აპლოდისმენტებით შეეგებნენ. თავისი პირობის შესახებ ქალბატონი გიფორდსი მართალია ნელა, მაგრამ დამაჯერებლად საუბრობდა. წარმომადგენელთა პალატის წევრობიდან ის იანვარში გადადგა ჯამრთელობის მდგომარეობის გამო. 2011 წელს თავდამსხმელმა გიფორდს თავში ესროლა, შემდეგ მან კიდევ 6 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ინციდენტის დროს 13 ადამიანი დაიჭრა.
2011 წელს თავდამსხმელმა გებრიელ გიფორდს თავში ესროლა. ბოროტმოქმედმა სულ 6 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს