ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას გამოსვლის მოლოდინში


ობამა დემოკრატთა ყრილობის დახურვაზე ხუთშაბათს სიტყვით გამოვა

ხუთშაბათს, შარლოტში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დემოკრატთა ყრილობის დახურვის საღამოზე სიტყვით გამოვა.

არჩევნებამდე ცხრა კვირით ადრე, პრეზიდენტი შეეცადა ტელევიზიის საშუალებით ის ამერიკელები გადმოებირებინა, რომელთაც ფავორიტი კანდიდატი ჯერ არ შეურჩევია.

ობამას საპრეზიდენტო კამპანიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ყრილობაზე გამოსვლა იყო. ბილ კლინტონი ამერიკელებს დღემდე უყვართ, რადგან მისი ორი ვადით პრეზიდენტობის დროს შეერთებულ შტატებში ეკონომიკა განსაკუთრებით აღორძინდა.

ბილ კლინტონმა დაიცვა ობამას ეკონომიკური გეგმა და გაილაშქრა რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ, რომელიც შეერთებულ შტატებში ეკონომიკურ კრიზისს ბარაკ ობამას აბრალებს.

„თუ თქვენ გსურთ, რომ გამარჯვებულმა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნოს, ხმა მიეცით რესპულიკელების რჩეულ კანდიდატს. მაგრამ თუ გსურთ, რომ ამერიკამ ახალი შესაძლებლობები და პასუხისმგბელობები დაისახოს სამომავლოდ, მხარი დაუჭირეთ ბარაკ ობამას და ჯო ბაიდენს,“ - განაცხადა ბილ კლინტონმა.
XS
SM
MD
LG