ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები ყრილობისთვის მზად არიან


ყრილობა სამ დღეს გაგრძელდება

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა დღეს დაიწყება. ყრილობაზე დემოკრატები პრეზიდენტ ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კანდიდატად მეორე ვადით წარადგენენ.

ყრილობა სამ დღეს გაგრძელდება. გახსნის ცერემონიალზე ერთ-ერთი გამომსვლელი ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა იქნება, ხოლო თავად პრეზიდენტი კი, ნომინაციის მისაღები სიტყვით ხუთშაბათს წარსდგება ქვეყნის წინაშე.

ყრილობა ამერიკული ფეხბურთის სტადიონზე ტარდება, რომელიც 74 ათას ადამიანს იტევს.

ხუთშაბათს სიტყვით ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოვა, რომელიც ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის ნომინაციას ოფიციალურად მიიღებს.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობა გასულ კვირას გაიმართა, რომელზეც მიტ რომნიმ საპრეზიდენტო, ხოლო პოლ რაიანმა ვიცე პრეზიდენტის ნომინაციები მიიღეს.
XS
SM
MD
LG