ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნი ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატია


Republican presidential nominee Mitt Romney and vice presidential nominee Paul Ryan wave to delegates after speaking at the Republican National Convention in Tampa, Florida, August 30, 2012.

ტამპაში რესპუბლიკური ყრილობა დასრულებულია. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კონკურენტებს შორის, სავარაუდოდ, დაძაბული ბრძოლა გაგრძელდება.

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრები და მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ ფლორიდაში ჩატარებული ყრილობა საპრეზიდენო კანდიდატ მიტ რომნის დააწინაურებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 6 ნოემბრამდე კონკურენტებს შორის დაძაბული ბრძოლები გაჩაღდება.

რესპუბლიკელები ყრილობის ჩაშლის საფრთხის წინაშე იყვნენ, ვინაიდან ძლიერი ქარიშხალი "ისააკი" მექსიკის ყურისკენ მიემართებოდა. თუმცა, რამდენიმე დღიანი დაძაბულობის შემდეგ რესპუბლიკელები დამშვიდნენ.

თავის მხრივ, დემოკრატები ორშაბათისთვის მზადებას განაგრძობენ. მათი ყრილობა ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ შარლოტშია დაგეგმილი. დელეგატები ნომინანტად ამჟამინდელ პრეზიდენტს დაასახელებენ.
XS
SM
MD
LG