ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რელიგიური თავისუფლება სულ უფრო მეტ ქვეყანაში იზღუდება


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ორპარტიულმა კომისიამ სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა გაზარდოს სია იმ ქვეყნებისა, სადაც რელიგიური თავისუფლება ირღვევა.

22 მაისს, აშშ-ში საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტ ჯორჯმა, კონგრესის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტის წინაშე ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ იმ ქვეყნებისა სიას, რომლებშიც რელიგიური თავისუფლების დარგში მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ცვლილებები მხოლოდ რვა წლის წინ შევიდა.

“ამჟამად სია, რომელშიც რელიგიურ თავისუფლების შეზღუდვის მხრივ განსაკუთრებით შემაშფოთებელი სიტუაციაა, რვა სახელმწიფოს მოიცავს. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მას დამატებით რვა ქვეყანა უნდა დაემატოს პაკისტანის და სირიის ჩათვლით.”

ამ იდეის ოპონენტები ამბობენ, რომ დამრღვევების გამოვლინება და მათი საჯაროდ გაკიცხვა რელიგიური თავისუფლების გაუმჯობესების მიზნით სხვა ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაძაბავს.

ჯორჯი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა.

„ამ სიაში დამატებითი ქვეყნების ჩართვა და სადამსჯელო ღონისძიებების შესაძლებლობა ახალ ენერგიას შესძენს დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც წინ უნდა უძღოდეს და ასევე მოსდევდეს ამ ნუსხაში შეყვანას. ეს კი სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში პოლიტიკური ნების სტიმულირებას მოახდენს.”

რამდენიმე დღით ადრე, კომიტეტმა დაგმო გამოხატა თურქეთის პარლამენტში შესული კანონპროექტი, რომელიც სტამბოლში, „აია სოფიას“ მუზეუმის მეჩეთად გადააქცევას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG