ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს აშშ-ში პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ


დღეს აშშ-ში პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ
დღეს აშშ-ში პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ

დღეს მილიონობით ამერიკელი პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს აღნიშნავს. ეს დღე შეერთებულ შტატებში ოფიციალური დასვენების დღედაა გამოცხადებული.

თებერვლის თვე ამერიკელებისათვის ორი მნიშვნელოვანი პრეზიდენტის დაბადების დღის თარიღებითაა გამორჩეული - პირველი ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც 1732 წლის 20 თებერვალს დაიბადა , ხოლო მეორე აბრაამ ლინკოლნი, რომელიც 1809 წელს დაიბადა.

ამ ღირშესანიშნავი დღის გარდა, ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური ცენტრის ადმინისტრაცია პირველი ამერიკელი ასტრონავტის დედამიწის ორბიტაზე მოგზაურობის ორმოცდამეათე წლისთავს აღნიშნავს. 1962 წლის 20 თებერვალს ასტრონავტმა ჯონ გლენმა, რომელიც ამჟამად 90 წლისაა, დედამიწას გარშემო სამჯერ შემოუფრინა.

XS
SM
MD
LG