ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი/ბაიდენი - საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღე რჩება


ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად 2 დღეა დარჩენილი. ერთ დღეში კი წინასაარჩევნო შეხვედრები დასრულდება. ბოლო დღეების განმავლობაში ყურადღების ცენტრში ე.წ. მერყევი შტატებია. ჯო ბაიდენიც და დონალდ ტრამპიც სწორედ მერყევ შტატებში მართავენ წინასაარჩევნო შეხვედრებს.

მოქმედი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი მიჩიგანში, აიოვაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯორჯიასა და ფლორიდაში აქტიურობენ. ბაიდენის კამპანიას ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაცია პენსილვანიაში, მის მშობლიურ შტატში აქვს.

დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი 44-ე პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასტან ერთად მართავს წინასაარჩევნო შეხვედრებს. მის ბოლო შეხვედრებს თან ცნობილი ვარსკვლავის, სტივი უონდერის პირდაპირ ეთერში გამართული კონცერტები ერთვოდა.

შაბათს პენსილვანიაში ტრამპმაც რამდენიმე დიდი შეხვედრა გამართა. ეს არის შტატი, სადაც 2016 წელს ტრამპმა არჩევნები მოუგო ჰილარი კლინტონს. თუმცა, ამ მომენტისთვის, ის რეიტინგებში ჯო ბაიდენს დაახლოებით 5%-ით ჩამორჩება.

ის, რომ ეროვნულ გამოკითხვებში ჯო ბაიდენი ლიდერობს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ყველა კვლევაში დასტურდება. პრეზიდენტობის დემოკრატ და რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის სხვაობა საშუალოდ 10 პროცენტია.

"იფსოსის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ დროისთვის ჯო ბაიდენის რეიტინგი 52 პროცენტია, ხოლო დონალდ ტრამპის მაჩვენებელი 42% შეადგენს.

ამ დრომდე გრძელდება ნაადრევი ხმის მიცემის პროცესი. საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა 92 მილიონმა ადამიანმა. ხმის მიცემის პროცესი 3 ნოემბერს დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ხმების დათვლის პროცესი.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ვინსკონსინში მოქალაქემ რომელმაც წინასწარ მისა ხმა, გარდაიცვალა. 20 წლის გოგონა რომელსაც კიბოს დიაგნოზი ჰქონდა დასმული გარდაიცვალა და ამის გამო მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას არჩევნებში, საარჩევნო კომისია არ დაითვლის. ინფორმაციას "სი-ენ-ენი" და "ფოქს ნიუსი" ავრცელებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG