ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანია


ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანია
ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანია

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შტატებში ტურნეს იწყებს. მოსახლეობასთან შეხვედრისას ის პასუხს გასცემს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ დაწყებულ კამპანიას, რომლის დროსაც პრეზიდენტს მკაცრად აკრიტიკებენ მისი წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკის გამო.

ობამა ტურს მინესოტას შტატის ქალაქ სენტპოლში დღეს იწყებს. სიტყვით გამოსვლისას ის ყურადღებას უმუშევრობის პრობლემის დაძლევასა და ეკონომიკური წინსვლის დაჩქარებაზე გაამახვილებს. ამჟამად, ამერიკაში უმუშევრობა 9 პროცენტს აღემატება.

მინესოტადან პრეზიდენტი აიოვას შტატის ქალაქ დეკორაში წავა. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრას ქალაქის მოსახლეობა, მცირე მეწარმეები, ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები, სასოფლო სამეურნეო სფეროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელები დაესწრებიან.

პრეზიდენტის რეიტინგმა მნიშვნელოვნად დაიწია მას შემდეგ, რაც ამერიკის კრედიტუნარიანობის მაჩვენებელი ერთი საფეხურით ჩამოაქვეითეს.

XS
SM
MD
LG