ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები 2012


არჩევნები 2012
არჩევნები 2012

ამერიკის ცენტრალური შტატი - აიოვა, ამ კვირაში, საპრეზიდენტო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში მოექცევა, სადაც რესპუბლიკელები არაოფიციალურ, საცდელ კენჭისყრას ჩაატარებენ.

აიოვაში წინასაარჩევნო გამოკითხვა საპრეზიდენტო არჩევნების ადრეულ დიაგნოსტიკას/შესწავლას გულისხმობს, რომელიც, რესპუბლიკელთა კონკურენტუნარიანობისა და პოპულარობის გამოვლენას შეუწყობს ხელს.

ისინი, ვინც კარგად შეასრულებენ საცდელი კენჭისყრის პროცესს, მათ, მომდევნო პარასკევსაც, მოუწევთ შტატიდან შტატში გამართულ აიოვას საპრეზიდენტო მარათონში მეტოქეობა.

რესპუბლიკური პარტიის 9 კანდიდატმა უკვე თავიანთი სახელები და გვარები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანა. მათ შორისაა მინესოტას შტატის წარმომადგენელი - მიშელ ბაქმანი. იგი სოციალისტ კონსერვატორებში პოპულარობით სარგებლობს და საბიუჯეტო შემცირების მომხრე ჩაის სმის მოძრაობის მხარდამჭერია.

“ჩვენი მიზანია, ბარაკ ობამას მხოლოდ ერთვადიანი პრეზიდენტობა, ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებების მოხდენა, ეკონომიკის გაუმჯობესება, დასაქმების პრობლემის გადაჭრა, და მომავალი თაობისათვის ყველა დანაპირების შესრულება, - ” აცხადებს ბაქმანი.

მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორი - მით რომნი, რომელიც მონაწილეობას არ მიიღებს აღნიშნულ ღონისძიებაში, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ამჟამინდელი ლიდერია.

ბევრი სხვა რესპუბლიკელი პრეტენდენტის მსგავსად, მით რომნიც ყურადღებას შიდა ეკონომიკურ პრობლემებსა და ამერიკის კრედიტუნარიანობის დაქვეითებაზე და ამახვილებს.

“სიმართლე ისაა რომ , პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და შესაბამისად იმოქმედოს ამერიკის ფინანსური ფონდის აღსადგენად,-” თქვა მით რომნიმ.

ყურადრების ცენტრში, ამ კვირაში, კიდევ ერთი პოტენციური რესპუბლიკელი კანდიდატი მოხვდება.

ტეხასის გუბერნატორი, რიკ პერი, გადაწყვეტილებას რესპუბლიკელებთან შეერთების თაობაზე საჯაროდ განაცხადებს. პერიმ რესპუბლიკურ პარტიაში არსებულ სხვადასხვა ჯგუფებს უკვე მიმართა, მათ შორის, ეკონომისტ კონსერვატორებს, ჩაის სმის მოძრაობის აქტივისტებასა და სოციალისტ კონსერვატორებს.

მან, სულ ახლახანს, მისივე ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაზე, ჰიუსტონში, რელიგიაზეც ისაუბრა, რომელსაც 30,000 ადამიანი დაესწრო.

ექსპერტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს რომ პერი, მით რომნისაგან განსხვავებით სხვანაირ დამოკიდებულებაში იქნება რესპუბლიკელებთან.

ჯონ ფორტიერი, ამერიკული პოლოტიკისა და ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის დამკვირვბელია ვაშინგტონში. მისი თქმით:

“მით რომნი, ყველაზე მოწესრიგებული პოლიტიკოსია. იგი ფინანსების მოძიების საუკეთესო უნარ-ჩვევებით გამოირჩევა და ასევე ინსტიტუციონალური უპირატესობით სარგებლობს. მან რესპუბლიკელები უნდა დაარწმუნოს მისი კონსერვატიულობის შესახებ, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის საკითხან მიმართებაში.”

ზოგიერთი კონსერვატორი აქტივისტი პერის მარათონში მოსალოდნელ ჩართვაზეც ღელავს. ქვინიფიაქის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი პიტერ ბრაუნი ამბობს რომ ტეხასის გუბერნატორს შეუძლია რესპუბლიკურ პარტიაში არსებული სხვადასხვა ფრაქციის გაერთიანება. ამასთანავე მიიჩნევს რომ რიკ პერი, დანარჩენ ორ ცნობილ რესპუბლიკელ კონსერვატორთან ერთად, მომავალ წელს, გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.

ალასკის ყოფილი გუბერნატორის სარა პელინისა და ნიუ-იურკის ყოფილი მერის - რუდი ჯულიანის განცხადებით კი ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას საზოგადოებას სექტემბრის თვეში გააცნობენ.


XS
SM
MD
LG