ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარა პალინი საპრეზიდენტო არჩევნებზე?


სარა პალინი საპრეზიდენტო არჩევნებზე?
სარა პალინი საპრეზიდენტო არჩევნებზე?

უკვე რამდენიმე თვეა სარა პალინი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას, თუმცა დღემდე მას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია.

ცოტა ხნის წინ, ალასკას ყოფილმა გუბერნატორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სავარაუდოდ სექტემბრისთვის, მას პასუხი ექნებოდა ამ კითხვაზე. შესაბამისად, ჩაის სმის მოძრაობის ფარგლებში მიმდინარე ნებისმიერ პროცესს სექტემბრის ჩათვლით პოლიტიკური მიმომხილველები აქტიურად დააკვირდებიან.

ერთერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ამ პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნება აიოვას შტატში, მომავალ შაბათს დაგეგმილი პარტიის თავყრილობა, სადაც ქალბატონი პალინი მთავარი სპიკერია.

ამ შედარებით ახალი პოლიტიკური ფიგურის სახელით, მისმა პოლიტიკური კომპანიამ ცოთა ხნის წინ ორ-წუთიანი ვიდეო რგოლი გაავრცელა, სადაც პალინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დაპირებები ისმის. ამ ფაქტმა მოლოდინი და სპეკულაცია პალინის პოლიტიკური მომავლის შესახებ კიდევ უფრო გაზარდა საზოგადოებაში.

ვიდეო რგოლი: „ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს ამერიკული საზოგადოების გამოცოცხლებასთან გვაქვს საქმე, როცა ჩვეულებრივ ამერიკელებს ამ ქვეყნისადმი რწმენის განმტკიცების და განსაკუთრებული სტატუსის დაბრუნება სურთ.“ ვიდეო რგოლში გაისმის პალინის ხმა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, სარა პალინი ამერიკის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. შემდეგ, იგი ერთგვარი ენთუზიაზმით შეუერთდა სოციალისტი კონსერვატორების პლატფორმას და ჩაის სმის სახელით ცნობილ მოძრაობაშიც გააქტიურდა.

წელს, იგი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდეტების აქციებით დაიჩრდილა, ისეთებით როგორებიც არიან კონგრესის წევრი მიშელ ბაქმანი და ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი. ორივე მათგანის რეიტინგმა მოულოდნელი ზრდა განიცადა აქტიური კამპანიის პარალელურად.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უმცროსის პოლიტიკურმა მრჩეველმა კარ როვმა ფოქსის ახალი ამბების გამოშვებას განუცხადა, რომ პალინმა უახლოეს მომავალში უნდა გადაწყვიტოს-დაიწყებს თუ არა 2012 წელს თეთრი სახლისთვის ბრძოლას.

როვი: „ამ ადამიანისთვის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ მან სწრაფად უნდა დაიწყოს საკუთარი კამპანია, თუ მართლაც აპირებს კანდიდატობაზე პრეტენზიას. თუ პალინის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშ, მე მას მხარს არ დავუჭერ.“

რესპუბლიკელი პრეტენდენტები-პერი, ბაქმანი და რომნი ახლა რესპუბლიკური პარტიის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსები არიან. ამ ფონზე, ინდიანას შტატის გუბერნატორი მიჩ დანიელსი ამბობს, რომ დამატებითი პრეტენდენტებისთვის დრო და ადგილი ყოველთვის არსებობს.

დანიელსი აცხადებს, რომ ყველა არსებული პრეტენდენტი იმსახურებს მის სიმპატიას. თუმცა რაც უფრო მეტად გაიზრდება მათი რიგები, პროცესი უფრო საინტერესოდ წარიმართება და რომ ამის საფუძველი საპრეზიდენტო არჩევნების ნომინაციების ხანგრძლივი პროცესია.

აღსანიშნავია, რომ თავად დანიელსს მომხრეები მოუწოდებდნენ განაცხადი შეეტანა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატობაზე, თუმცა როგორც მან თავად განაცხადა, ოჯახს უფრო წინ აყენებს ვიდრე პოლიტიკურ კარიერას.

პალინი ყველა მათგანისგან განსხვავებით გაცილებით ადრე, 2008 წლის შემდეგ აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში სენატორ ჯონ მაკეინის საპრეზიდენტო კამპანიის გამო. ახლა იგი კონსერვატიული ამომრჩევლის სიმპატიას იმსახურებს, თუმცა პოპულარობას ვერ მიაღწია ცენტრისტებსა და დემოკრატებს შორის. ამასვე გვიდასტურებს ქვინიპიაკის უნივერსიტეტის სოციოლოგი პიტერ ბრაუნი.

იგი გვახსენებს, რომ რესპუბლიკელი ამომრჩეველი პალინი მხარდამჭერთა ძირითადი ბირთვია. დამოუკიდებელი ამომრჩევლები მას არ სწყალობენ და რომ მას სავარაუდოდ არც დემოკრატიული პარტიის მომხრე ელექტორატიდან ექნება მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ სი ენ ენის მიერ ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, რიკ პერი 27 პროცენტით ლიდერობს ყველა სხვას. მას რომნი მოსდევს 14 პროცენტით. სარა პალინის ამჟამინდელი რეიტინგი კი გამოკითხულთა შორის 10 პროცენტს აღწევს.

XS
SM
MD
LG