ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამოუკიდებელი ამომრჩეველი რომნისკენ იხრება


მეწარმეები აცხადებენ, რომ ისინი რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნისკენ იხრებიან, რადგანაც ის მათ ბიზნესის გადარჩენის იმედს აძლევს

მელანი მაკნამარა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ჰაი პოინტში მცირე ბიზნესს ფლობს. მას ავეჯის საამქრო აქვს და ამერიკის ეკონომიკის განვითარებაზე პირდაპირაა დამოკიდებული. მელანის საამქრო ერთ-ერთი წარმომადგენელია იმ მცირეოდენი ბიზნესებისა, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისს გადაურჩა და მუშაობას აგრძელებს. ერთ დროს ჩრდილოეთ კაროლინას ამ რეგიონს „მსოფლიოს ავეჯის დედაქალაქი“ ერქვა. მაკნამარა ამერიკაში წარმოებული საქონლის ხელშეწყობას ცდილობს.

„ჩემი ქალაქისთვის, ჩემი შტატისთვის, ჩემი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკაში ადგილობრივი წარმოება არ შეწყდეს.“

მელანის ბიზნესის შედარებითი წარმატება მის მიმართ პოლიტიკოსების ყურადღების მიპყრობის მიზეზი გახდა. ის დემოგრაფიულ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის მხარდაჭერასაც პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი ცდილობს. კერძოდ კი თეთრკანიანი დამოუკიდებელი ქალები. მოსახლეობის ამ კატეგორიის ხმები აუცილებელი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთის.

„ქალები ძალიან კარგად ხედავენ იმას, თუ რა ხდება ეკონომიკაში. მათ საარჩევნო პროცესზე განხილული ყველა საკითხი აინტერესებთ.“

პრეზიდენტი ობამა ცდილობს ქალების ხმების შენარჩუნებას. თუმცა, ვაშინგტონ პოსტისა და ეი ბი სის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მიტ რომნი პრეზიდენტ ობამას მოსახლეობის ამ კატეგორიაში მხარდამჭერების რაოდენობით უსწრებს. ეს რადიკალური ცვლილებაა 2008 წლის შემდეგ, როცა ობამა უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობდა სწორედ ამ კატეგორიაში.

მაკნამარა ამბობს, რომ 2008 წელს ხმა ობამას მიცა, თუმცა, წელს რომნისკენ იხრება.

„უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე არა მხოლოდ სამუშოა ადგილებს რაოდენობა შემცირდა არამედ შემცირდა მოსახლეობის შემოსავლებიც. სურსათის მაღაზიაში შევსწრებივარ სიტუაციას, როცა ადამიანს რაღაცის ყიდვა სდომებია, მაგრამ მერე გადაუფიქრია იმის გამო, რომ საკმარისი ფული არ ჰქონდა. ამის დანახვა გულს მიკლავს.“

რომნის კამპანიამ მაკნამარას ბიზნესის შესახებ შეიტყო და მის საამქროში რომნის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ღონისძიების გამართვა სთხოვა. მაკნამარა შეთავაზებაზე ადვილად დათანხმდა:

„რომნი ჩემს ბიზნეს ეწვია, რამაც არა მხოლოდ ძალიან გამახარა, არამედ მისი ადამიანური სახე გავანახა. ის ჩვენთვის აღარ იყო ადამიანი, რომელსაც ტელევიზორში ვნახულობთ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისას.“

რომნის კამპანიამ მაკნანარას ბიზნესზე წინასაარცევნო რეკლამაც კი გადაიღო.
XS
SM
MD
LG