ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა დამატებით მილიარდობით დოლარს ჩადებს ვაქცინების წარმოებაში


შეერთებული შტატები კოვიდ-19-ის ვაქცინების წარმოების მოცულობის გაფართოებას გეგმავს. ვაშინგტონი ამ საქმეში დამატებით მილიარდობით დოლარის ინვესტიციას გეგმავს, რათა მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის, აცრების სულ ცოტა, მილიარდი დოზა ჰქონდეს მზად.

ინფორმაციას დღეს თეთრი სახლის უფროს მრჩევლებზე დაყრდნობით, გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" ავრცელებს. ცნობა ვაქცინების წარმოების გაზრდაში ამერიკის მთავრობის მონაწილეობის თაობაზე გავრცელდა იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე აქტივისტების ძლიერი წნეხია, რათა მან ღარიბი ქვეყნებისთვის კოვიდ-19-ის ვაქცინებით დახმარების მასშტაბი გაზარდოს.

ვაქცინების წარმოებაში ინვესტიცია კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობის ნაწილია, რათა მოხდეს ვაქცინაზე მოთხოვნის გათვალისწინება არამარტო შინ, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, ეს ამზადებს ნიადაგს მომავალ პანდემიებთან გასამკლავებლად - ასე განმარტავენ "ნიუ-იორკ თაიმსთან" ვაშინგტონის გადაწყვეტილებას დევიდ კესლერი, ოფიციალური პირი, რომელიც ვაქცინების დისტრიბუციის მიმართულებაზეა პასუხისმგებელი და ჯეფ ზენცი, თეთრი სახლის კოორდინატორი კორონავირუსზე რეაგირების საკითხებში.

კესლერის თქმით, "ეს უკავშირდება კოვიდის ვარიანტების შესაძლო გაფართოებას და ასევე, შემდეგი პანდემიისთვის მზადებას". მომავალში ვირუსებთან ბრძოლისთვის, ვაქცინების შექმნა პათოგენის დადგენიდან 6-9 თვის განმავლობაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამასთან ერთად, ამერიკელებისთვის ვაქცინების საკმარისი რაოდენობა უნდა იყოს მზად - აცხადებს ის.

ვაშინგტონი: სიახლე პანდემიის მართვის სტრატეგიაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:17 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG