ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში "მწვანე პასპორტი" 1 დეკემბრიდან ამოქმედდება


ევროკავშირის ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ბლოკის ტერიტორიაზე კოვიდ-19-ზე ვაქცინაციას ადასტურებს
ევროკავშირის ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ბლოკის ტერიტორიაზე კოვიდ-19-ზე ვაქცინაციას ადასტურებს

საქართველოში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ დახმარებით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ეს ობიექტებია კვების ობიექტები, ასევე გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე საკონცერტო დარბაზები და ა.შ. ამის თაობაზე დეტალური ჩამონათვალი ჩვენი ბრიფინგის დასრულებისთანავე გავრცელდება. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე. კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ადამიანს ე.წ. მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

დღესვე, პრემიერმა ღარიბაშვილმა გამორიცხა ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლებლობა. მისი თქმით, "ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG