ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესა: ამერიკა ძუძუთი კვების შესახებ რეზოლუციას ეწინააღმდეგება


ამერიკული გამოცემა "სანდეი" წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს ემუქრება და აშინებს, რათა ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ძუძუთი კვების მხარდამჭერ რეზოლუციას არ შეურთდნენ.

გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" კი წერს, რომ სავარაუდო იყო, რომ რეზოლუციას "სწრაფად და მარტივად" მიიღებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, ამერიკამ სხვადასხვა პროცედურული მანევრების საშუალებით პროცესის გაწელვა მოახერხა. შემდეგ კი, როდესაც ეკვადორი გეგმავდა ამ რეზოლუციის ამოქმედებას, შეერთებული შტატები, გავრცელებული ცნობებით, ქვეყანას სავაჭრო საკითხებითა და სამხედრო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა, რის გამოც ეკვადორმა გადაწყვეტილება შეცვალა.

ბრიტანეთში ძუძუთი კვების კამპანიის ერთ-ერთი ლიდერის პატი რანდალის თქმით, შეერთებული სტატები ფაქტობრივად აშანტაჟებს ქვეყნებს იმისთვის, რომ ჩაიშალოს დაახლოებით 40-წლიანი კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ როგორ დავიცვათ ახალშობილთა ჯანმრთელობა. პრესის ინფორმაციით, ასამბლეაზე რეზოლუცია რუსეთმა წარადგინა.

ძუძუთი კვების რეზოლუცია მიზნად ისახავს მთავრობებს მოსთხოვოს ჩვილის დედის რძით კვების წახალისება და ხელშეწყობა. ათწლეულების მანძილზე ჩარატებული კვლევების თანახმად, დედის რძე ყველაზე ჯანსაღი საკვებია ბავშვისთვის. ამიტომ, მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ხელოვნური კვების ფხვნილების მწარმოებელმა კომპანიებმა პროდუქტის რეკლამირების დროს ის არ წარმოაჩინონ, როგორც დედის რძის ჯანსაღი ალტერნატივა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG