ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მარში ჩვენი სიცოცხლისთვის" ამერიკის ქალაქებში


შაბათს ამერიკაში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში იარაღის შეძენასა და ფლობაზე უფრო მკაცრი კანონმდებლობის მოთხოვნით. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია სახელწოდებით „მარში ჩვენი სიცოცხლისთვის“ ვაშინგტონში გაიმართა.

მოძრაობა „ბავშვებისთვის და ბავშვების მიერ“ მას შემდეგ შეიქმნა, რაც მარჯორი სოუნმენ დუგლასის სკოლაში წმინდა ვალენტინის დღეს თავდამსხმელმა 17 ადამიანი მოკლა. მთელ ამერიკაში მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და აქტივისტები ქუჩაში გამოვიდნენ და იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვდა.

„ფლორიდის სკოლა, სადაც ეს მოხდა, ძალიან გავს დემოგრაფიულად და ფინანსური თვალსაზრისით იმ ქალაქს საიდანაც მე ვარ. და იმის გაანალიზება, რომ მსგავსი რამ შესაძლოა მოხდეს ისეთივე ქალაქში, როგორიდანაც მე ვარ, ჩემთვის როგორც მოსწავლისთვის ძალიან რთული გასაცნობიერებელია“, - ამბობს ქრისტინ გონსალესი, ნიუ-იორკის ჯონ კენედის უმაღლესი სკოლიდან.

გამომსვლელთა ნაწილმა დემონსტრანტებს მოუწოდა იარაღის რეგულირების საკითხს სხვა კუთხით შეხედოს.

„ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ შავკანიანი ბავშვები, შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და მაშინ როდესაც ჩვენ სკოლებში გვკლავენ, ქვეყანა ისე უნდა იყოს გაბრაზებული, როგორც ახლა“, - ამბობს აკილა ბისლი, მასწავლებელი ფილადელფიიდან.

დასავლეთ სანაპიროზე, კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში ახალგაზრდა დემონსტრანტებს უფროსებიც შეუერთდნენ. მათ ნაწილს თავად ქონდა გამოვლილი მასობრივი მკვლელობის სისასტიკე.

„ჩემი კარიერის დასაწყისში, კლინიკაში ვმუშაობდი... მასაჩუსეტსის ქალაქ ბრუკლაინში. კლინიკაში შეიარაღებულ თავდასხმას ქონდა ადგილი. ოთხი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ბევრი დაიჭრა. ჩემი კოლეგა შენონ ლოუნი დაიღუპა. ეს 23 წლის წინ მოხდა... ამის შემდეგ პროგრესი არ განგვიცდია. პირიქით, ამ საკითზე უკან მივდივართ“ - ამბობს კეით მაკგლაშანი, მედდა კალიფორნიიდან.

თუმცა მარშის იდეას და მოწოდებებს ყველა არ იზიარებს.

„იარაღის ქონის უფლება არის უფლება, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი. მე ვფიქრობ ეს მარში არაფერს არ გადაწყვეტს. ნახევრად-ავტომატური იარაღის აკრძალვით, რომლის აკრძალვასაც ისინი ითხოვენ, ვერ გადაჭრი ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის პრობლემას. ეს უბრალოდ კანონმორჩილ მოქალაქეებს საკუთარ უფლებას წაართმევს“, - ამბობს ჯო, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთში მარშის ოპოზიციურ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

ისინი, ვინც მარშში მონაწილეობას იღებენ, იმედოვნებენ, რომ პროცესი გაგრძელდება.

„იმ ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც ამ ღონისძიებას და გამოსვლებს ორგანიზებას უწევენ, უმაღლესი კლასის მოსწავლეები არიან, ჩემს მსგავსად. ამ ასაკის ადამიანები მომავალ არჩევნებში და ყველა შემდეგ არჩევნებში მისცემენ ხმას, შემდეგ ისინი კონგრესისთვის იბრძოლებენ. და ზუსტად მაშინ მიიღებს თავის სახეს ეს მოძრაობა“.

მარშს ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ, მათ შორის იყვნენ პოლ მაკარტნი, ჯორჯ კლუნი, ჯიმი ფელონი, კანიე უესტი, დემი ლოვატო და მრავალი სხვა. ჩემი მეგობარიც ამ ქალაქში იარაღით ძალადობის მსხვერპლი იყო, უთხრა მაკარტნიმ ჟურნალისტებს. ლეგენდარული "ბითლზების" ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი ჯონ ლენონი ნიუ-იორკში ცეცხლსასროლი იარაღით თითქმის 40 წლის წინ მოკლეს.

სიტყვით გამოვიდნენ მარჯორი სტოუნმენ დუგლასის მოსწავლეებიც. მათ შორის იყო ემა გონსალესი, რომლის სიტყვაც რამდენიმეწუთიანი დუმილისგან შედგებოდა. ეს ის 6 წუთი და 20 წამი იყო, რამდენ ხანსაც გაგრძელდა სროლა ფლორიდის სკოლაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG