ამერიკელი მოსწავლეები სკოლებში მომხდარ მასობრივ მკვლელობებს აპროტესტებენ და საპასუხო ქმედებებს ითხოვენ. მასობრივი მსვლელობის ორგანიზება 2018 წლის 14 თებერვალს, ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გადაწყდა, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. შეერთებული შტატების ქალაქებში 24 მარტს გამართულ აქციაზე მილიონობით ადამიანი გამოვიდა. აქცია სახელწოდებით "მარში ჩვენი სიცოცხლისთვის" მსოფლიოს ბევრ სხვა ქალაქშიც გაიმართა.