ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი: ამერიკა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგისთვის მზადაა


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა კვირას განაცხადა, რომ ის „ღიად ტოვებს კომუნიკაციის არხებს“ ჩრდილოეთ კორეასთან და "ესმის", რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი და მისი ხელისუფლება „საუბრისთვის მზადაა“.

ჩრდილოეთ კორეამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის პარალელურად დროებით შეაჩერა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. შეერთებული შტატები კი ამავე დროს დათანხმდა სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ოლიმპიადის შემდეგი პერიოდისთვის გადადებას.

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი, რომელიც სამხრეთ კორეაში ოლიმპიურ გუნდს ახლდა, განცხადა, რომ ამერიკა შესაძლოა გახსნილი იყოს უპირობო არაფორმალური საუბრისთვის, თუმცა შტატები მაინც განაგრძობს სანქციების გამკაცრებას ჩრდილოეთ კორეისთვის მანამ, სანამ ფხენიანი არ დათანხმდება ოფიციალურ დიალოგს ატომური იარაღის პროგრამის დასრულების შესახებ. სანაცვლოდ კი უსაფრთხოების გარანტიებსა და ეკონომიკურ დახმარებას მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG