ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის წამყვანი დიპლომატი ევროპის საკითხებში კიევს სტუმრობს


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წამყვანი დიპლომატი ევროპის საკითხებში უკრაინას ეწვია. ეს ნაბიჯი შეერთებულ შტატებში კონგრესის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის განგრძობით მხარდაჭერას გამოხატავს.

კარენ დონფრიდი, სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი თანამდებობის პირი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კაბინეტის წარმომადგენლებთან მართავს მოლაპარაკებებს.

„მისი ვიზიტის მიზანია ხაზი გაუსვას ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. უკრაინა იცავს საკუთარ თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის სასტიკი ომისგან“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დონფრიდი ასევე ხვდება კიევში ამერიკის საელჩოს პერსონალს, რომელიც აგრძელებს ადგილზე მუშაობას, მიუხედავად უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის გაძლიერებული იერიშებისა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG