ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ბოკო ჰარამი“ და „ანსარუ“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცხადდება


დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე, სავარაუდოდ, მათი შეერთებულ შტატებში არსებული საბანკო ანგარიშებიც გაიყინება

შეერთებულმა შტატებმა ნიგერიაში დაარსებულ სამხედრო შენაერთებს -„ბოკო ჰარამს“ და „ანსარუს“- უცხოეთის ტერორისტული ორგანიზაციების კვალიფიკაცია მისცა. დღეს გაკეთებულ განცხადებაში ამერიკული კონტრტერორიზმის ოფიციალური წარმომადგენელი ლიზა მონაკო აღნიშნავს, რომ ას ორი დაჯგუფება პასუხისმგებელია ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მომხდარ ათასობით ადამიანის მკვლელობაზე.

„ბოკო ჰარამმა“ და „ანსარუმ“ ეკლესიებზე თუ მეჩეთებზე ათეულობით იერიში განახორციელა და კონკრეტულ ადამიანებსაც იღებდა სამიზნეში. დღეს გაკეთებული განცხადების საშუალებით, შესაძლებელია ორგანიზაციებს ფინანსურ ინსტიტუტებთან კავშირი გაუწყდეს. სავარაუდოდ გაიყინება მათი შეერთებულ შტატებში არსებული საბანკო ანგარიშებიც.
XS
SM
MD
LG