ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ ღამე, ქალაქ კანოში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მეჩეთში მლოცველებს, 5 მლოცველი დაიღუპა.

ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონში რამდენიმე ნაღმის აფეთქების შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, გომბეს შტატში პოლიციის შტაბბინაში აფეთქებამ სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქება რადიკალი ისლამისტი დაჯგუფების ბოკო ჰარამის განხორციელებულია.

გუშინ ღამე, ქალაქ კანოში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მეჩეთში მლოცველებს, 5 მლოცველი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა ოფიციალური პირები ბოკო ჰარამს ადანაშაულებენ.

ბოკო ჰარამის დაჯგუფება მკაცრი ისლამური კანონის დამკვიდრების მომხრეა. ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონი მუსლიმებით, ხოლო სამხრეთ რეგიონი ქრისტიანებით არის დასახლებული.

XS
SM
MD
LG