შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოსული დიდძალი თოვლის გამო, დღეს 300 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზამთრის მორიგი შტორმი თანდათან ქვეყნის შუა-ატლანტიკურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში ინაცვლებს.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში დიდთოვლობის გამო მთავარი ტრასები გაჩერებულია. მძღოლების დიდი ნაწილი იძულებულია მანქანა დატოვოს და უახლოესი თავშესაფარი ეძებოს. ვაშინგტონის გარეუბნებში თოვლის სიმაღლე ზოგან უკვე 46 სანტიმეტრს აღწევს. დედაქალაქში ფედერალური მთავრობა, ადგილობრივი მთავრობების დიდი ნაწილი და სასწავლო დაწესებულებები დახურულია. მუშაობას უმთავრესად საგანგებო სამსახურები აგრძელებენ. ათასობით ფრენა გაუქმდა და აეროპორტებში უამრავი მგზავრია თავმოყრილი. ზამთრის მორიგ შტორმს ათეულობით მსხვერპლს უკავშირებენ. დაღუპულთა საერთო რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.