ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამხრეთი რამდენიმე დღე პარალიზებული იყო


.

ასეთ პირობებში მგზავრობას შეუჩვეველ მოსახლეობას მცირეოდენი თოვლიც კი საავტომობილო გზებზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის

სამხრეთ შტატებში თოვლი დიდი იშვიათობაა. წლევანდელი ზამთარი ბევრი მძღოლისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

„გზები მოყინულია და მოძრაობა შეუძლებელი ხდება. სიარული ორხიდიან მანქანებსაც კი უჭირთ. ყინულზე მანქანები ისე სრიალებენ, რომ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს“- ამბობს რობ კემპბელი ჯორჯიის შტატიდან.

სამხრეთ შტატები, როგორც წესი, თბილია და როცა მათ თავს მსგავსი ზამთრის შტორმი ატყდება, ადმინისტრაციაც მოუმზადებელი ჩანს.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:21 0:00
ბმული

სავსებით ნათელია, რომ სახლში გამგზავრების გადაწყვეტილება ყველამ ერთდროულად მიიღო“ - აცხადებს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ნათანიელ დინი.

სამხრეთ შტატებში ტრასები საცობებით გაივსო. ხალხი სახლებისკენ დაიძრა, მაგრამ საცობში რამდენიმესაათიანი ყოფნის შემდეგ, საწვავიც გამოელიათ და მანქანები იქვე დატოვეს. რობ კემპბელი ამბობს, რომ თოვლი ჯორჯიაში გადმოსვლამდე მისთვის უცხო არ იყო.

„გზები რომ არ იყოს პრობლემა, სხვა დანარჩენს მიჩვეული ვარ. რამდენიმე ფენა ტანსაცმელს ჩაიცვამ და ისე ივლი. სულ ეს არის“ - ამბობს ის.

ალაბამას შტატში მსხვერპლიც იყო. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ზამთრის შტორმის გამო 5 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. თოვლის საფარველი მხოლოდ 5 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ცივი ზამთრისთვის სრულიად მოუმზადებელ შტატებში ამან ორდღიანი პარალიზება გამოიწვია. ატლანტაში გზები მთლიანად ყინულით დაიფარა.

„ყინულზე ვცურავდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საცაა ამოვყირავდებოდი“- ამბობს ჯორჯიელი გოგონა.

ავარიების გამო საცობების სიგძე დამატებით რამდენიმე კილომეტრით გაიზარდა. ზოგიერთი მძღოლი ამბობს, რომ მანქანაში 24 საათი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა დედამ ტრასაზე იმშობიარა და პატარა გოგონა, გრეისი შეეძინა. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ საქმეში ეროვნული გვარდია ჩაერთო. ათასობით ბავშვს ღამის გათევა სკოლებში მოუწია.

ჯორჯიის შტატის გუბერნატორი აღიარებს, რომ ზამთრის შტორმისთვის მზადების პერიოდში შეცდომები იქნა დაშვებული. და ვიდრე სამხრეთის შტატები საგანგებო სიტუაციას ერგებიან, ოფიციალური პირები მოსახლეობას ურჩევენ მოგზაურობას თავი მაქსიმალურად აარიდონ.
XS
SM
MD
LG