ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელოვნური თოვლი საბავშვო ბაღებისთვის


კლიმატის გამო კალიფორნიელ ბავშვებს თოვლის ნახვის საშუალება იშვიათად აქვთ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00
ბმული

კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადენას საბავშვო მუზეუმში ბავშვებისთვის თოვლია გამოფენილი.

ეს რაღაც საინტერესო თეთრი ნივთიერებაა და თანაც ცივია. აქ ბავშვების უმრავლესობამ თოვლი პირველად ნახა და პირველად მიეცა მშობლებთან ერთად თოვლის პაპის გაკეთების საშუალება.

რონგ ლიუ ამბობს, რომ ეს მის გოგონას საკუთარი შემოქმედებითი მხარის გახსნაში ეხმარება.

„ის ამბობს, რომ ეს მისი პირველი თოვლის პაპაა. ეს ჩემთვის ემოციური მომენტია.“

საბავშვო მუზეუმის ბავშვთა სამყაროში თოვლის გამოფენის ხუთივე დღეს, მოუთხრობენ თოვლის და ყინულზე თევზაობის შესახებ, აცნობენ ნალექების მოსვლის სამეცნიერო თეორიას.

თოვლი ყოველდღე, პირდაპირ ბავშვების და მათი მშობლების თვალწინ მოაქვთ.

ბავშვებს აქ შეუძლიათ წარმოსახვითი სამყაროს შექმნა ისევე, როგორც ბავშვები ამას ჩრდილოეთის კლიმატის ქვეყნებში აკეთებენ.

ბავშვთა სამყაროს მუზეუმის წარმომადგენელი ჯულიან სენდო ამბობს:

„ისინი სწავლობენ თოვლის გუნდის გაკეთებას, შეუძლიათ პირველად ისროლონ გუნდა, შეუძლიათ აღმოაჩინონ თუ რამდენად სრიალა და ცივია თოვლი. აქ ისინი ბევრს იგებენ თოვლის შესახებ და მას უშუალოდ ეხებიან.“

ეს ისეთი რამ არის, რისი განცდის საშუალებაც კალიფორნიელ ბავშვებს იშვიათად ეძლევათ, თუმცა ეს არ აღელვებს ერთ-ერთ მშობელს, მაიკლ სალივანს.

„აქ მოსვლა და თოვლში თამაში სახალისოა, მაგრამ მე არ მომეწონებოდა მუდმივად ასეთ პირობებში ცხოვრება და ავტომობილით მოძრაობა.“

ის ამბობს, რომ რამდენიმე თოვლიანი დღე კალიფორნიისთვის საკმარისზე მეტია.
XS
SM
MD
LG