ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში სტიქია ბობოქრობს


ლაგვარდიის აეროპორტი ნიუ იორკში
ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ორი შტატის ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის გუბერნატორებმა საგანგებო ვითარება გამოაცხადეს ზამთრის შტორმის გამო.

2014 წელს ეს პირველი შტორმია, რომელმაც ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში 45 სანტიმეტრიანი თოვლი მოიტანა. ბოსტონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე 80 კილომეტრია საათში.

ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომომ შტატში საგანგებო ვითარების გამოცხადებასთან ერთად რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალის დაკეტვის განკარგულება გასცა. ასევე გაუქმებულია ასობით ფრენა.
XS
SM
MD
LG