ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კლიმატის დაცვის საბჭოს ანაგარიში


დედამიწაზე კლიმატური ცვლილებების გამომწვევი მთავარი მიზეზი ადამიანია

გაეროს კლიმატის დაცვის საბჭოს განცხადებით, გლობალური დათბობის გამომწვევ ძირითად მიზეზად მაინც ადამიანი სახელდება. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები 21 საუკენეში ტემპერატურის ზრდას წინასწარმეტყველებენ.

გაეროს კლიმატის დაცვის საბჭოს 2007 წლის ანგარიშის მიხედვით, გლობალური დათბობის მიზეზი მეტნაკლებად მაინც ადამიანი იყო.

ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ჩვენს პლანეტაზე ატმოსფერო და ოკეანეები დათბა, თოვლი და ყინული გადნა, დედამიწაზე ზღვების დონემ იმატა და სათბური გაზების რაოდენობაც გაიზარდა.

გაეროს საბჭო ვარაუდობს, რომ 2100 წლისთვის დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა გაიზრდება და ზღვის დონე 26-28 სანტიმეტრით მოიმატებს.
XS
SM
MD
LG