ოთხშაბათს, შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ გამოაცხადა რეკომენდაციების წყების გეგმის დანერგვის შესახებ, რომლითაც პირად შემადგენლობაში სექსუალური შევიწროების და თავდასხმების საკითხებს გაეცემა პასუხი.
დამოუკიდებელმა პანელმა წარმოადგინა იმ ქმედებების წყება, რომელსაც თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა მიმართოს, რათა ანგარიშვალდებულების, ინციდენტების თავიდან არიდების, კულტურის და მსხვერპლთა დახმარების საკითხები გადაწყდეს.
თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ამ გეგმის განხორციელების გზამკვლევი დაამტკიცა და თქვა, რომ პენტაგონის ლიდერებისგან “ამის სწრაფად და წინდახედულად დანერგვას” მოელის.
თავდაცვის მდივნის მოადგილე ქეთლინ ჰიკსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გეგმის პირველი ოთხი საფეხურის დანერგვა 2027 წლამდე გაგრძელდება.
პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა გეგმის პირველი ფაზა აღწერეს, როგორც ყველაზე ყოვლისმომცველი და ზოგადი ცვლილებების საფუძველი. რეფორმები ითვალისწინებს, სექსუალური თავდასხმის საქმეებზე სამართლებრივი დევნის ვალდებულების სამეთაურო ჯაჭვიდან ჩამოცილებას, სექსუალური თავდასხმის საქმეებზე დამოუკიდებელი გამომძიებლების ინსტიტუტის შექმნას, კიბერ-შევიწროებაზე პასუხისმგებლობის დაწესებას და მოკავშირე ქვეყნების პრაქტიკის გაცნობას, რაც სექსუალური თავდასხმის მსხვერპლთა კომპენსაციას ეხება.
პენტაგონის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ წელს, სექსუალური თავდასხმა 20 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ განიცადა.
Facebook Forum