ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2018 წელი ამერიკაში ქალთა არნახული აქტივობით გამოირჩეოდა


იანვრიდან დაწყებული, კაპიტოლიუმში ბევრი ახალი სახე, ახლადდარჩეული ქალი პოლიტიკოსი იქნება.

მომავალ კონგრესში, 126 ქალი დადებს ფიცს ახალ თანამდებობაზე. ნაწილობრივ, ეს შედეგი არჩევნებში მეტი ქალი ამომრჩევლის მონაწილეობის გამოც დადგა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დასაბამიდან დაწყებული, მისი განცხადებების და ქალებთან მიმართებით მისი პოლიტიკის ჩათვლით, ათასობით ადამიანი, პროტესტის ნიშნად, ქუჩაში გამოვიდა.

ბევრმა, კი 2018 წელს შუალედური არჩევნებისას, ცვლილებას მისცა ხმა.

ასეთი ენერგიის მომძლავრება პირველად 2017 წლის იანვარში, ქალთა მარშის დროს დავინახეთ. ეს იყო ადამიანების მიზანმიმართული აქტივიზმი, აღშფოთება ტრამპის განცხადებების, ზოგადად, მისი მიდგომების გამო.

ამ აღშოთებას სამსახურებში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებებიც დაემატა. ამ თემამ ქვეყანაში საყოველთაო დებატები დაიწყო და სათავე დაუდო მოძრაობას „მეც“. ქალთა მოძრაობის შედეგად, ერთ დროს ამერიკელთა მამად წოდებული, სატელევიზიო ვარსკვლავი ბილ კოსბი ციხეში ჩასვეს, მას შემდეგ რაც მის მიერ წლების წინ, ქალის ნარკოტიკებით გაბრუების და მისი სექსუალური ძალადობის ბრალდებები დამტკიცდა.

ასევე შარშან, ოლიმპიური გუნდის ექიმს, ლარი ნასერს 100-ზე მეტი ქალის, მათ შორის ოლიმპიელი ჩემპიონის, სექსუალური შევიწროებისთვის მიუსაჯეს პატიმრობა.

ოლიმპიელმა ჯორდან უემბერმა მაშინ სასამართლო სხდომაზე თქვა: მე მსხვერპლი ვარ, მაგრამ არ ვაპირებ მსხვერპლივით ვიცხოვროო.

შარშანვე, პრეზიდენტ ტრამპის ნომინანტს უზენაესი სასამრთლოს წევრობაზე, ბრეტ კავანას, ბრალი დასდეს სექსუალურ ძალადობაში.

მსხვერპლმა კრისტინ ბლაზეი-ფორდმა სენატის მოსმენაზე თქვა: „მჯერა, მას ჩემი გაუპატიურება სურდა, საშველად მოხმობა ვცადე.“

თავად ნომინანტმა კავანამ კი გვაუწყა, რომ ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია.

კავანა უზენაეს სასამართლოში მაინც დაამტკიცეს. თუმცა, ბრალდებებმა მის წინააღმდეგ, ქალთა უფლებებზე დებატები გაამწვავა.

ისტორიულად, ამერიკაში ქალები პოლიტიკაში უსამართლობას და ბრაზს მოჰყავდა.

დღევანდელი რეზულტატი? ანალიტიკოსების აზრით, ეს 2018 წლის ბოლოს უპრეცედენტო შუალედური არჩევნები იყო.

ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი მოლი ო'რურკი ამბობს: "ამომრჩეველს შეეძლო აერჩია ამერიკელთა მსგავსი ლიდერები - შავკანიანი ამერიკელი, ლათინო-ამერიკელი, ინდიელი, ლგბტქ თემის წარმომადგენელი და სხვა კანდიდატები... ამომრჩეველმა ქალი ლიდერების ჯგუფი მოიყვანა ხელისუფლებაში-პალესტინელი ამერიკელი და პირველი სომალელი ამერიკელი კონგრესში. ასევე პირველი მუსლიმი ქალი კონგრესში."

ამ ყველაფრის მიუხედავად, ფაქტია, რომ ვაშინგტონში ისევ კაცები დომინირებენ. ქალები კონგრესის მეოთხედზე ნაკლებს შეადგენენ, მაშინ როცა მათი რიცხვი ქვეყნის მოსახლეობის 51% პროცენტს აღემატება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG