ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სამხედრო ფლოტი თვითმფრინავის ძებნას იწყებს


შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტი, სატრანსპორტო თვითმფრინავის მოსაძებნად, რომელიც ნოემბრის თვეში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ჩამოვარდა, ღრმა წყლის სამაშველო ექსპერტების ჯგუფს გზავნის.

ფლოტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოვარდნამდე თვითმფრინავის ბოლო პოზიცია ცნობილია, იმ მონაკვეთზე წყლის სიღრმე 4 876 მეტრზე მეტია, რაც იმ რაიონში მყოფი სამაშველო ტექნიკის შესაძლებლობებს აღემატება.

კატასტროფიდან 40 წუთის შემდეგ 8 ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ სამი მეზღვაური ზღვაში დაიკარგა. ფლოტი აცხადებს, რომ დაკარგული მეზღვაურების მოსაძებნად ყველა ღონეს მიმართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG