ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენღაზის თავდასხმაში მონაწილე ლიბიელს 19 წელი მიუსაჯეს


შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ ლიბიელ მამაკაცს19 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა თავდასხმაში მონაწილეობისთვის, რომელიც 2012 წელს, ბენღაზიში ამერიკულ ობიექტებზე მოხდა და ოთხი ამერიკელის , მათ შორის ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩის, ქრისტოფერ სტივენსის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მუსტაფა ალ-იმამი, მსაჯულთა კოლეგიამ გასულ წელს დამნაშავედ ცნო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თავის განცხადებაში თქვა, რომ იმამისთვის მსჯავრის გამოტანა „ძლიერი გზავნილია მათთვის, ვინც შესაძლოა ასეთი შემზარავი დანაშაული ჩადენა სცადოს.“

იმამი შეერთებულ შტატებში მას შემდეგ ჩამოიყვანეს, რაც 2017 წელს, ამერიკელმა სამხედროებმა ის ლიბიაში შეიპყრეს.

იმამი, ბენღაზის თავდასხმასთან დაკავშირებული მეორე მებრძოლია, რომელიც დამნაშავედ ცნეს და მსჯავრი დაადეს. ლიბიაში თავდასხმაზე პასუხისმგებელ კიდევ ერთ პირს, აჰმედ აბუ ხატალას, ადრე 22 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

XS
SM
MD
LG