საფრანგეთმა ლიბიის დედაქალაქში მის საელჩოსთან ავტომობილის აფეთქება დაგმო და მას ბოროტი აქტი უწოდა. ხელისუფლების ცნობით ტრიპოლიში საფრანგეთის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაცვის ორი თანამშრომელი დაიღუპა და შენობა დაზიანდა. ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმას „ტერორისტული შემთხვევა“ უწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ლიბიის ხელისუფლებისგან თავდასხმის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ელის.
თავდასხმა ლიბიაში
საფრანგეთის საელჩოსთან ავტომობილი აფეთქდა