ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისი: ამერიკა სამხრეთ კორეის დაცვის პოლიტიკას არ ცვლის


აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული საფრთხეების ფონზე, შეერთებული შტატების პოლიტიკა სამხრეთ კორეის დაცვის მიმართულებით, არ შეცვლილა. განცხადება ამის თაობაზე დღეს ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა გააკეთა.

მატისმა სამხრეთ კორეაში ვიზიტის განმავლობაში, დემილიტარიზებული ზონა მოინახულა და სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს შეხვდა. "ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ პრობლემა დიპლომატიური გზით გადაწყდეს" - თქვა მან ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებით.

მატისმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის სიტყვები მოიშველია და განაცხადა: "ჩვენი მიზანი ომი არ არის". თავდაცვის მდივნის თქმით, შეერთებული შტატების მიზანია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეუქცევადი განადგურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG